კრიტიკული მედიცინის ინსტიტუტი

მეცნიერული კვლევა


მეცნიერული კვლევა


1. ინსტიტუტი იყო პიონერი კვდომის და გაცოცხლების პროცესთა თანამდევი იმუნური ცვლილებების შესწავლაში. საგულისხმოა, რომ მანამდე ამ მიმართულებით არ არსებობდა არა თუ კვლევები, არამედ არ იყო თვითონ ისეთი ტერმინები როგორიცაა ”კრიტიკულ მდგომარეობათა იმუნოლოგია”, ტერმინალურ მდგომარეობათა იმუნოლოგია” და სხვ.


2. მეცნიერული კვლევის მიმართულებას წარმოადგენს შეზღუდული რესურსების დროს კრიტიკული მედიცინის სამსახურის განხორციელების პრობლემები. აღნიშნულ სამეცნიერო მიმართულებასაც პირველად ამ ინსტიტუტში ჩაეყარა საფუძველი. ამ კვლევებს გარკვეული მნიშვნელობა აქვს აგრეთვე კრიტიკული მედიცინის სამსახურების მუშაობისათვის: ომების, კატასტროფებისა და სხვა იმ მიმართულებათა დროს, რომლებიც რესურსების დეფიციტით ხასიათდებიან და განვითარებადი ქვეყნებისათვის.


3. მეცნიერული კვლევის მესამე მიმართულება მოიცავს ქვეცნობიერის ფენომენის შესწავლას და მისი მართვის შესაძლებლობების გამოვლენას.


4. მეცნიერული კვლევის მეოთხე მიმართულება დაკავშირებულია ნანოტექნოლოგიასთან. შრომები ამ მიმართულებით წარმოებს აშშ-ს ფარმაცევტულ კომპანიასთან “Bio-Nova” (ნიუორკი). შრომათა ეს ციკლი მოიცავს ახალი თაობის ოქსიდანტების და იმუნომოდულაციური საშუალებების აპრობაციას კრიტიკულ მდგომარეობათ დროს.


5. ინსტიტუტში მომზადდა და დაცულია 4 საკანდიდატო დისერტაცია . 2006 წლიდან დოქტურანტურის პროგრამით სადისერტაციო თემას ამზადებს ორი ექიმი.


6. ინსტიტუტის პერიოდულ გამოცემას წარმოადგენს ჟურნალი ”კრიტიკულ მდგომარეობათა და კატასტრიფათა მედიცინა”. ჟურნალი ვრცელდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში და მისი სარედაქციო კოლეგიის წევრები არიან ამ დარგის წამყვანი სპეცილისტები ამერიკის, ევროპის და აზიის წამყვანი ქვეყნებიდან.


7. 1998-2006წ გამოქვეყნებულია ორი მონოგრაფია, მათ შორის ერთი ინგლისურ ენაზე და 52 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 45 საერთაშორისო დონეზ


|

| ©2014 | კრიტიკული მედიცინის ინსტიტუტი |